ფილოლოგთა სამეცნიერო-პედაგოგიური საერთაშორისო ორგანიზაცია

დასავლეთი - აღმოსავლეთი

ჟურნალი


ფილოლოგთა სამეცნიერო-პედაგოგიური საერთაშორისო ორგანიზაცია 

„დასავლეთი-აღმოსავლეთი“ გიწვევთ  გამოაქვეყნოთ თქვენი სამეცნიერო სტატიები საერთაშორისო რეცენზირებად და რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში

“WEST-EAST”



ჟურნალი მოიცავს შემდეგ განყოფილებებს: 
1. ენათმეცნიერება
2. მედია კულტურა
3. თარგმანი
4. ენის სწავლების მეთოდოლოგია (დიდაქტიკა)
5. ინფორმაციული ტექნოლოგიები ფილოლოგიასა და ენის სწავლებაში
6. პედაგოგიკა

ჟურნალი გამოდის - წელიწადში ორჯერ (მარტში და ოქტომბერში)
სტატიების მიღება წარმოებს 15 იანვრამდე და 15 აგვისტომდე
ჟურნალის ელექტრონული ვერსიის გამოცემა - 15 მარტსა და 15 ოქტომბერს
ჟურნალის ბეჭდური ვარიანტის ფოსტით გაგზავნა - 25 მარტამდე და 25 ოქტომბრამდე

ორგანიზაციას მიანიჭეს DOI პრეფიქსი: 10.33644
ორგანიზაცია შედის Crossref რეესტრში:
https://www.crossref.org/06members/50go-live.html

რეცენზირებადი ჟურნალი
გამოშვების წელი: 2018
ISSN (დაბეჭდილი) - 2587-5434
ISSN (ელექტრონული) – 2587-5523

გამოშვების ფორმა: ბეჭდური და ელექტრონული
სტატიების ენა: ინგლისური, რუსული
ენის მეტამონაცემები: ინგლისური, რუსული

სამეცნიერო სტატიები მოწმდება პლაგიატზე
რეცენზირება
მიღებული სამეცნიერო სტატია გადის რეცენზირებას.
რეცენზირება ჟურნალში წარმოებს ორმხრივად ანონიმურად (ბრმად) :
- ავტორის (ავტორების) პირადი მონაცემები არ ეგზავნება რეცენზენტს;
- რეცენზენტს არ ეგზავნება ავტორის (ავტორების) პირადი მონაცემები.

გადმოგზავნილი სტატია გამომცემლობაში გადის პირველად კონტროლს: მოწმდება შესრულების სისრულე და გაფორმების სისწორე. ზოგადად, აკმაყოფილებს თუ არა სტატია ორგანიზაციის საიტზე http://ispop.ge გამოქვეყნებულ მოთხოვნებს.
პასუხისმგებელი მდივანი ახარისხებს სტატიებს ჟურნალის პროფილისა და მიმართულებების (განყოფილებების) მიხედვით, ასევე უგზავნის რეცენზენტს (პროფილის მიხედვით) ან რედკოლეგიის რომელიმე წევრს (პროფილის მიხედვით).
რეცენზირების ვადა-5-10 დღე რეცენზენტის მიერ სტატიის მიღებიდან

რეცენზიის გაფორმების მოთხოვნები
რეცენზიის გაფორმების სტრუქტურა:
სტატიის შინაარსის შესაბამისობა სათაურთან;
სტატიის შესაბამისობა თანამედროვე სამეცნიერო-თეორიულ აზროვნებასთან;
სტილი, მასალის განლაგება, ცხრილებისა და ნახატების არსებობა და ა.შ.;
სტატიის გამოქვეყნების შესაძლებლობა მოცემულ თემაზე უკვე არსებული სტატიების გათვალისწინებით;
სხვა მკვლევარების ნაშრომებიდან ნასესხობა შესაბამისი ციტირების გარეშე;

რეცენზენტებს ვთხოვთ მიუთითონ ერთ-ერთი:
სამეცნიერო სტატიას რეკომენდაციას უწევენ გამოსაქვეყნებლად;
სამეცნიერო სტატიას გაუწევენ რეკომენდაციას გამოსაქვეყნებლად მას შემდეგ, როცა მას ავტორი დახვეწს რეცენზენტის მითითებების მიხედვით. მითითებები ჩამოთვლილ უნდა იქნეს პუნქტობრივად რეცენზენტის მიერ;
სამეცნიერო სტატიას არ ეძლევა რეკომენდაცია გამოსაცემად (მიუთითონ მიზეზები).

საბოლოო გადაწყვეტილებას სტატიის გამოქვეყნების მიზანშეწონილების შესახებ იღებს სარედაქციო კოლეგია.
რეცენზიების დედნები ინახება სამეცნიერო ჟურნალის “West-East”-ის რედაქციასა და გამომცემლობაში

გამოცემის ეთიკა
სამეცნიერო ჟურნალი “West-East” , სარედაქციო პოლიტიკის ფარგლებში თანმიმდევრულად ახორციელებს გამოქვეყნების სარედაქციო სტანდარტებს და ემხრობა COPE-ს (გამოქვეყნების ეთიკის კომიტეტი) მიერ დამტკიცებულ „ქცევის კოდექსს“;
მასალები რეცენზირდება სარედაქციო კოლეგიისა და/ან დამოუკიდებელი რეცენზენტების მიერ, ობიექტურობის პრინციპების დაცვით და ხარისხის საერთაშორისო მაღალი აკადემიური სტანდარტების პრინციპებზე დაყრდნობით;
სამევნიერო გამოცემის რედაქცია უფლებამოსილია უარით უპასუხოს იმ სტატიების ავტორებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ჟურნალის მიზნებსა და მოთხოვნებს;
ავტორი თვითონ აგებს პასუხს სტატიაში ასახულ ინფორმაციაზე, სახელწოდებების სიზუსტეზე, სტატისტიკურ მონაცემებსზე, გვარებსა და ციტატებზე;
სარედაქციო კოლეგია უფლებამოსილია მოახდინოს ტექსტების უმნიშვნელო ლიტერატურული რედაქტირება ავტორის სტილის შეუბღალავად;
წარდგენილი მასალები ავტორს არ უბრუნდება და ვერ დაიბეჭდება სხვა სამეცნიერო ჟურნალებში;
პლაგიატის შემთხვევაში წარდგენილ სტატიაზე პასუხს აგებს ავტორი.

ჟურნალს გააჩნია: Idex- Crossref, Doi, ROAD-ISSN, Open journal, e-library, WorldCat და სხვ.

გამომცემლობა - „უნივერსალი“

© West-East

Tel.: (+995) 599 270746, (+995) 59 608966
WEB-page: http://ispop.ge
E-mail: a.zoia777@gmail.com; ispop.ew@gmail.com
სტატიის წერის ინსტრუქციების სანახავად: დააჭირეთ აქ

სამეცნიერო – სარედაქციო საბჭო

ვალერი მოკიენკო

სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ფილოლოგთა სამეცნიერო-პედაგოგიური საერთაშორისო ორგანიზაციის „დასავლეთი-აღმოსავლეთი“, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ერნსტ მორიც არნდტის სახელობის უნივერსიტეტისა (გერმანია) და ოლომოუცკის უნივერსიტეტის (ჩეხეთი) პროფესორი

ზოია ადამია

ჟურნალი “WEST-EAST” მთავარი რედაქტორი, საერთაშორისო სამეცნიერო და პედაგოგიური ორგანიზაციის დასავლეთ აღმოსავლეთითის (ISPOP) დირექტორის მოადგილე. ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, რუსული ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტი. მოწვეული პროფ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)

მარია მოწაჯ-კლდინენსტი

პროფესორი, ფილოლოგიის დოკტორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მთარგმნელობითი კვლევებისა და სლავური ენების განყოფილების ხელმძღვანელი, ლუბინის კათოლიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი)

ჰარი ვალტერი

ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გრაიფსვალდის უნივერსიტეტი (გერმანია) ORCID iD: 0000-0003-3181-8086

ანა პეტრიაკოვა

ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, პრეშოვის უნივერსიტეტი, (სლოვაკია)

იმრე პაჩაი

ჰაბილიტირებული დოქტორი, პროფესორი, მეცნიერებათა აკადემია, ნირედჰაზა (უნგრეთი)

სიმონა კორიჩანკოვა

ფილოლოგიურ მეცნიერბათა დოქტორი, პროფესორი, მასარიკის სახელობის უნივერსიტეტი (ჩეხეთი)

ელენა ტარევა

პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქალაქო პედაგოგიური უნივერსიტეტი.

ანტონია პენჩევა

ფილოლაოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, უცხო ენებისა და გამოყენებითი ენათმეცნიერების განყოფილება, ეროვნული და მსოფლიო ეკონომიკის უნივერსიტეტი (ბულგარეთი)

ნატალია ვენჟინოვიჩ

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი უჟგოროდის ეროვნული უნივერსიტეტის უკრაინული ენის კათედრის გამგე (უკრაინა)

ანა ონკოვიჩი Hanna Onkovich

ფილოლოგიის კანდიდატი და პედაგოგიური მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. კიევის სამედიცინო უნივერსიტეტის უცხო ენებისა და სოციალური და ჰუმანიტარული დისციპლინების დეპარტამენტის პროფესორი, ტარას შევჩენკოს სამეცნიერო საზოგადოების სრული წევრი, უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის წევრი (უკრაინა)

ოლგა ლომაკინა

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი

ნინო სანაია

ფილოლოგიის დოქტორი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის უცხო ენების ინსტიტუტი (საქართველო)

ელენა პოლოვინკო

ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ზოგადი და რუსული ენათმეცნიერების კათედრის ასოცირებული პროფესორი (უკრაინა); სლავური კვლევების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელი და ლექტორი, აღმოსავლეთმცოდნეობის, სლავური კვლევებისა და ნეო – ელინისტური კვლევების კვლევითი ჯგუფის ასოცირებული წევრი, სტრასბურგის უნივერსიტეტი (საფრანგეთი)

Leila Diasamidze

ფილოლოგიის დოქტორი, ინგლისურის მასწავლებელი, შ. რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.

ნატალია როიტბერგ

ფილოლოგიის დოქტორი, ჰაიფას უნივერსიტეტის უცხო ენების მასწავლებელი. (ისრაელი)

ევგენი ივანოვი

ფილოლოგიის კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი, თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების განყოფილების უფროსი, მოგილევის სახელმწიფო უნივერსიტეტი ა.ა. კულეშოვის სახ, მოგილევი, ბელორუსის რესპუბლიკა

ტატიანა კრეჩ

ფილოლოგიის დოკტორი, პროფესორი, ხარკოვის მშენებლობისა და არქიტექტურის ეროვნული უნივერსიტეტის, უცხოელი მოქალაქეების უკრაინული ენისა და ენის სწავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 200-ზე მეტი პუბლიკაცია აქვს ადგილობრივ და უცხოურ გამოცემებში: საბერძნეთში, საქართველოში, ბელორუსში, ტუნისში, ესპანეთში, ჩინეთში, იაპონიაში. მასწავლებლისთვის მინიჭებული დისციპლინების დასახელება: უკრაინული (რუსული), როგორც უცხო ენა, უმაღლესი განათლების პედაგოგიკა, რიტორიკა. ORCID (აუცილებლად): http://orcid.org/0000000308651716