ფილოლოგთა სამეცნიერო-პედაგოგიური საერთაშორისო ორგანიზაცია

დასავლეთი - აღმოსავლეთი

ორგანიზაციის მოკლე ისტორია


არასამეწარმეო იურიდიული პირი ფილოლოგთა სამეცნიერო-პედაგოგიური საერთაშორისო ორგანიზაცია „დასავლეთი - აღმოსავლეთი“ დაარსებულია 2018 წლის 12 სექტემბერს იმ პირთა მიერ (), რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს ფილოლოგთა და პედაგოგთა მსოფლიოს მეცნიერთა ერთ დიდ ოჯახში ინტეგრაციაში, საზღვარგარეთ შექმნილი უახლესი მეთოდოლოგიების საქართველოში შემოტანასა და მათ პოპულარიზაციაში, ახალგაზრდა, დევნილ და ეროვნულ უმცირესობაში მყოფ მეცნიერთა და პედაგოგთა წახალისებაში.

ორგანიზაცია „დასავლეთი - აღმოსავლეთი“ - მა ამ მოკლე ხანში პროფესიული კავშირები დაამყარა შემდეგ ორგანიზაციებთან და უნივერსიტეტებთან: „ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია“ (საქართველო), მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი), ბარსელონას უნივერსიტეტი (ესპანეთი), გროდნოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბელარუსი), პრეშოვის უნივერსიტეტი (სლოვაკეთი) და სხვ.

ორგანიზაციის მისია და სტრატეგიული მიზნები


ორგანიზაცია „დასავლეთი - აღმოსავლეთი“ ს მისიას წარმოადგენს მსოფლიო ფილოლოგ - მეცნიერთა, ასევე მშობლიური და უცხო ენის პედაგოგგთა აქტიური ჩართულობა გლობალიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის პროცესში;

ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებს წარმოადგენს საქართველოში მცხოვრებ ფილოლოგ მეცნიერთა და პედაგოგთა სამეცნიერო და პროფესიული ზრდისთვის აუცილებელი სერვისების ხელმისაწვდომობა; ახალგაზრდა მეცნიერთა, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დევნილთა და ეროვნულ უმცირესობათა სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ხელშეწყობა. სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ხელშეწყობა.

მოღვაწეობა. აქტივობები.


ორგანიზაციის მოღვაწეობის სფეროს წარმოადგენს ფილოლოგთა სამეცნიერო და პედაგოგიური პროფესიული რეალიზაციის ხელშეწყობა. სტრატეგიული ამოცანების შესასრულებლად, ორგანიზაცია, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:

2019 წლის 10, 11 და 12 ოქტომბერს დაგეგმილია საერთაშორისო ფორუმის ჩატარება თემაზე „ენა. კულტურა. თარგმანი. შედარებით-შეპირისპირებითი კვლევები“

ასევე 2019 წლის იანვარში გამოვა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „„დასავლეთი - აღმოსავლეთი“ -ის პირველი ნომერი.

დაფინანსების წყარო.


საზოგადოების სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის წახალისებისათვის ორგანიზაცია გამოიყენებს, როგორც შემოწირულობებს ასევე დაინტერესებულია გრანტების მოზიდვით საქველმოქმედო მიზნების გასახორციელებლად.

პარტნიორები